вторник, 9 декабря 2008 г.

რუსეთ-საქართველოს ომი

რუსეთ-საქართველოს ომი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მისი შედეგი ძალზე დიდ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს განვითარებაზე. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ეს ომი წარმოადგენს ქართველი საზოგადოების განსჯისა და დავის მთავარ საგანს.
რატომ დაიწყო ომი და შეიძლებოდა თუ არა მისის თავიდან აცილება?
რა მდგომარეობაშია საქართველო დღეს?
როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ შექმნილ ვითარებაში?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით სკოლის უფროსკლასელებმა მოაწყვეს დიკუსია. იმსჯელეს, იდავეს. მოიშველიეს ოფიციალური ცნობები, პოლიტიკოსების შეფასებები გამოქვეყნებული სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, სხვადასხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ახალ ამბებში, შეაჯერეს თავიანთი აზრები. გთავაზობთ ბლოგს, სადაც შეჯერებულია მათი აზრები, ფიქრები, თავმოყრილია მათ მიერ მოპოვებული მასალები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ბლოგი ომის კიდევ ერთი ნამდვილი სახე იქნება, რომელითაც გამოვთქვამთ ჩვენს პროტესტს ყველანაირი ომისა და ძალადობის წინააღმდეგ.....